ზუგდიდში პოლიკარპე ხუბულავას სახელობის მეგრული ფოლკლორის IV საერთაშორისო ფესტივალი გალა კონცერტით დასრულდა

პოლიკარპე ხუბულავას სახელობის მეგრული ფოლკლორის IV საერთაშორისო ფესტივალი ,,კოლხი და“ გალა კონცერტით დასრულდა. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, წელს ფესტივალი პოლიკარპე ხუბულავას 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

„ღონისძიებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ.მათ შორის, ფოლკლორული გუნდი საფრანგეთიდან.

ასევე, ფესტივალის ფარგლებში მოეწყო ღვაწლმოსილი ლოტბარების, ინდივიდუალური შემსრულებლების, ფოლკლორული ანსამბლების ფოტო - გამოფენა და ტრადიციული რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა - გაყიდვა.

ფესტივალს, სამეგრელო -ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, ზუგდიდის მერის მოადგილე ბესიკ ჭეჟია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბესიკ ჭეჟიამ ფესტივალის მნიშვნელობაზე და პოლიკარპე ხუბულავას როლზე ისაუბრა ფოლკლორის განვითარების საქმეში. მერის მოადგილემ თითოეულ მონაწილეს მადლობა გადაუხადა ჩართულობისთვის.

ფესტივალი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ორგანიზებით და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება