ჩარლზ III - მთავრობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის სრულ მხარდაჭერას გააგრძელებს და შეეცდება უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე წამყვანი როლი ითამაშოს

დიდი ბრიტანეთის მთავრობა ევროპასთან ურთიერთობების „გადატვირთვის“ და უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების პირობას დებს, -­ ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მეფემ, ჩარლზ III-მ ახალი „ლეიბორისტული“ მთავრობის პროგრამის წარდგენისას, განაცხადა.

„ჩემი მთავრობა შეეცდება ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობები გადატვირთოს და ევროკავშირთან გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით იმუშაოს“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის მეფემ.

ასევე, ჩარლზ III-მ აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა, კირ სტარმერის მეთაურობით, უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს და ნატო-ს მიმართ მისი ერთგულება ურყევი დარჩება.

„ჩემი მთავრობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის სრულ მხარდაჭერას გააგრძელებს და შეეცდება უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე წამყვანი როლი ითამაშოს“, - აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს მონარქმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება