ოთარ შამუგია ატმის მოსავლის ჩაბარების პროცესს გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში იმყოფებოდა, სადაც, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან და მაჟორიტარ დეპუტატ დავით სონღულაშვილთან ერთად, ატმის მოსავლის დაბინავების პროცესს ადგილზე გაეცნო - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

შამუგიას თქმით, დაახლოებით 12 000 ტონა პროდუქციის ექსპორტი უკვე მოხდა.

„აქტიურად მიმდინარეობს ატმის მოსავლის დაბინავება-რეალიზაცია. წელს კარგი მოსავალი გვაქვს როგორც რაოდენობით, ასევე ხარისხით. დაახლოებით 12 000 ტონა პროდუქციის ექსპორტი უკვე განხორციელებულია და პროცესი აქტიურ ფაზაშია. ვფიქრობ, წლევანდელი წელი ჩვენი ფერმერებისთვის წარმატებული იქნება. ატმის რეალიზაცია წლების წინ მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. პროექტი, რომელიც ატმის მიმართულებით სახელმწიფოს და კერძო სექტორის მხარდაჭერით განხორციელდა, არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ასეთ გამოწვევებთან გამკლავება; დარგი გახდა წარმატებული და ფერმერებისთვის შემოსავლიანი. წელს, ვფიქრობ, კიდევ უფრო უკეთესი შემოსავლები გვექნება. საექსპორტო კუთხით ფასი გაზრდილია, დაახლოებით, 5-6 %-ით; ფერმერები და, შესაბამისად, ქვეყანაც მიიღებს მეტ სარგებელს“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

მინისტრის განცხადებით, დღეს არსებული შემნახველი მეურნეობები იძლევა შესაძლებლობას, რომ პროდუქცია შენახული იყოს თანამედროვე სტანდარტებით და შემდგომ ექსპორტზე გაგზავნილი. ატმის წლევანდელი მოსავლით ფერმერები კმაყოფილები არიან, მოსავალი კარგია, რომლის დაბინავების პროცესი, სახელმწიფოს ხელშეწყობით, შეუფერხებლად მიმდინარეობს.

მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, ხელისუფლების პრიორიტეტია ფერმერს დაუბინავებელი პროდუქცია არ დარჩეს, რაშიც სახელმწიფო პროგრამები მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

კომპანია „გოლდ კახეთი“ სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარია. კომპანიამ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობის მოსაწყობად 600,000 ლარის ინვესტიცია განახორციელა, მათ შორის, სახელმწიფო თანადაფინანსება 160,000 ლარია, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტი 200,000 ლარს შეადგენს.

სამაცივრე მეურნეობაში, სადაც 300 ტონა ატმისა და ვაშლატამას დასაწყობებაა შესაძლებელი, სეზონურად 100, ხოლო მუდმივად 5 ადგილობრივია დასაქმებული.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონზე, კახეთის რეგიონში, ატმის მიღების პროცესში, სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით შექმნილი 40-ზე მეტი სამაცივრე მეურნეობაა ჩართული.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს