დავით ბერძენიშვილი - ხელისუფლების ერთადერთი იმედი იყო, რომ ოპოზიცია ერთმანეთს დაჭამდა, დარწმუნდნენ, რომ ასე არ არის - "ოცნება“ აპირებს არა არჩევნების გაყალბებას, არამედ არჩევნების ქვითრის გამოწერას, უფრო მძიმე ბრძოლა მოგვიწევს

კარგია, რომ „ლელო“ გამსხვილების გზით მიდის - „ლელო“, როგორც ჩან, არის მეოთხე პოლიტიკური ცენტრის შემქმნელი, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც პარტიების „ლელო“, „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ და მოძრაობის „თავისუფლების მოედანი“ საარჩევნოდ გაერთიანებას ეხმაურება.

როგორც დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, „ლელოსთან“, "რესპუბლიკელების" დაახლოება ჯერჯერობით არ იგეგმება, თუმცა „როგორც „ლელოსთან“ ისე ბევრ სხვა პოლიტიკურ ჯგუფთან ჩვენი მოკრძალებული შესაძლებლობებით ვიქნებით პოსტსაარჩევნო კოალიციაში“.

„კარგია, რომ „ლელო“ გამსხვილების გზით მიდის. „ლელოს“ გამსხვილება მხარდაჭერილია მთელი ქართული ოპოზიციის მიერ. ჩვენი ამოცანაა, რომ კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სუბიექტები აღმოჩნდნენ 5%-ს ზემოთ და არა ქვევით. მე, რა თქმა უნდა, მერჩია, რომ სამ სუბიექტში ჩატეულიყვნენ ძირითადი ოპოზიციური ძალები. „ლელოს“ „ახალს“, „დროას“, „გირჩს“ და კიდევ რამდენიმე პოლიტიკურ სუბიექტს, „რესპუბლიკელების“ ჩათლით, მოვიაზრებდი ერთ, დიდ, მძლავრ პოლიტიკურ სუბიექტად, რომელიც პოსტს-საარჩევნოდ ითანამშრომლებდა, როგორც „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ასევე, ბარიერგადამლახავ გახარიას პარტიასთან. ამას არც სამომავლოდ გამოვრიცხავ, მაგრამ თუ ეს სამი ცენტრი არ გამოდის, მაშინ იქნება ოთხი და „ლელო“, როგორც ჩანს, არის მეოთხე პოლიტიკური ცენტრის შემქმნელი. ანა დოლიძეს აქვს გარკვეული შესაძლებლობები, რეიტინგი, ხმები და ბუნებრივია, არც ანა დოლიძის პარტია არ უნდა დარჩეს ბარიერგადამლახველი პლატფორმების მიღმა“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ერთადერთი იმედი იყო რომ ოპოზიცია გაერთიანებას ვერ მოახერხებდა და ბევრი პარტია 5%-ის მიღმა დარჩებოდა, თუმცა ახლა უკვე დარწმუნდნენ, რომ ეს ასე არ არის.

„ხელისუფლების ერთადერთი იმედი იყო, რომ ოპოზიცია ერთმანეთს დაჭამდა და მაღალი 5%-იანი ბარიერის პირობებში ბევრი გადაულახავი ოპოზიციური ხმა წავიდოდა სახელისუფლებო ყულაბაში და უმცირესობით, 37-40%-ით ის უმრავლესობას მოიპოვებს. ახლა დარწმუნდნენ, რომ ეს ასე არ არის, ამიტომ „ქართული ოცნება“ აპირებს არა არჩევნების გაყალბებას, არამედ არჩევნების ქვითრის გამოწერას. ჩვენ კიდევ უფრო მძიმე ბრძოლა მოგვიწევს მოსალოდნელი გამარჯვების დასაცავად, ვიდრე ეს ბრძოლა იყო 2003 თუ 2012 წელს. პოლიტიკური სპექტრი ადეკვატურად ასახავს ამ შექმნის ვითარებას და მიმდინარეობს გამსხვილების პროცესი“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში