თინა ბოკუჩავა - 26 ოქტომბრამდე დარჩა ზუსტად ასი დღე - დღეს, როგორც არასდროს, მჯერა იმის, რომ ჩვენი ერთიანობით ზუსტად 100 დღეში ყველა ერთად დიდ ეროვნულ გამარჯვებას ვიზეიმებთ

26 ოქტომბრამდე დარჩა ზუსტად ასი დღე. დღეს, როგორც არასდროს მჯერა გამარჯვების და იმის, რომ ჩვენი ერთიანობით ზუსტად 100 დღეში ყველა ერთად დიდ ეროვნულ გამარჯვებას ვიზეიმებთ,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილის ცდილობს ქართული საზოგადოება დაყოს და დააპირისპიროს.

„26 ოქტომბრამდე დარჩა ზუსტად ასი დღე, ასი დღე გამარჯვებამდე. მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ცდილობს ქართული საზოგადოება დაყოს და დააპირისპიროს, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რადგან ერთიანობით ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია, ერთიანობით გავიმარჯვებთ, ერთიანობით გაიმარჯვებს ჩვენიც ქვეყანა და ერთიანობით გადავარჩენთ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს. დღეს, როგორც არასდროს მჯერა გამარჯვების და იმის, რომ ზუსტად 100 დღეში ჩვენ ყველა ერთად დიდ ეროვნულ გამარჯვებას ვიზეიმებთ”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს