იგორ ნარმანია - დღეს ერთიანობა არის გამარჯვების უალტერნატივო გასაღები! - თითოეულ ჩვენგანს გააზრებული აქვს, რომ რუსული ოცნება ძალიან მალე, ზუსტად 100 დღეში უნდა მოშორდეს ხელისუფლებას

­

დღეს ერთიანობა არის გამარჯვების უალტერნატივო გასაღები! თითოეულ ჩვენგანს გააზრებული აქვს, რომ რუსული ოცნება ძალიან მალე, ზუსტად 100 დღეში უნდა მოშორდეს ხელისუფლებას,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილემ, იგორ ნარმანიამ განაცხადა.

იგორ ნარმანიას თქმით, 100 დღეში საქართველოში უსამართლობა უნდა დასრულდეს.

"ერთიანობა“ - ეს არის გამარჯვების გასაღები და ჩვენ ეს ყველას ძალიან კარგად გვესმის, თითოეულ ჩვენგანს გააზრებული აქვს, რომ რუსული ოცნება ძალიან მალე, ზუსტად 100 დღეში უნდა მოშორდეს ქართულ ხელისუფლებას!

ჩვენ გააზრებული გვაქვს, რომ 100 დღეში საქართველოში უნდა დასრულდეს უსამართლობა, საქართველოში უნდა დასრულდეს სიღატაკე, საქართველოში უნდა დასრულდეს მასობრივი ემიგრაცია, რომელმაც ფაქტობრივად დაასრულა და დაასუსტა ქართული მოსახლეობა. ამიტომ დღეს ერთიანობა არის გამარჯვების უალტერნატივო გასაღები“,- განაცხადა იგორ ნარმანიამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია