გიორგი გაბიტაშვილი - ექსტრადიციის მიმართულებით საქართველოს პროკურატურა კომპეტენტური ორგანოა, აქტიურად ვთანამშრომლობთ პარტნიორ ქვეყნებთან და ბოლო 5 წლის განმავლობაში გვაქვს ექსტრადიციის ძალიან კარგი შედეგები

ექსტრადიციის მიმართულებით საქართველოს პროკურატურა კომპეტენტური ორგანოა, ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გვაქვს ექსტრადიციის ძალიან კარგი შედეგები, - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„ექსტრადიციის დროს, ჩვენი მოთხოვნების 90 პროცენტი დაკმაყოფილებულია, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. 100 პროცენტიანი დაკმაყოფილების შედეგი არცერთ სახელმწიფოს არ ააქვს. ჩვენც სათანადო საფუძვლების არსებობისას, უცხო ქვეყნების ჩვენს პარტნიორ უწყებებს მათ მიერ ძებნილი პირების გადაცემაზე უარს ვეუბნებით. ასეთ შემთხვევაში, ძირითადად ორი მიზეზია, პირველი ის, რომ მოთხოვნილ სახელმწიფოს ტერიტორიაზე ის ქმედება რისთვისაც ჩვენ ექსტრადირებას ვითხოვთ არის ხანდაზმული ან არ არის დასჯადი. დღეის მდგომარეობით არაერთი მიმდინარე საექსტრადიციო საქმე გვაქვს და იმედს გამოვთქვამ, რომ ეს საქმე მალე დასრულდება, ჩვენს ძებნილ პირებს გადმოგვცემენ და ისინი წარსდგებიან ქართული მართლმსაჯულების წინაშე”, - განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა

საქართველოს გენერალური პროკურორის პოზიციაზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურას კენჭს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, პლენარულ სხდომაზე უყრიან.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია