აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად მოწმდება ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე შემოწმების დროს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში ეროვნული ბანკის საქმიანობა პოზიტიურადაა შეფასებული. იგი მიმოიხილავს საქართველოს საინვესტიციო გარემოს, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და გატარებულ მონეტარულ თუ ფისკალურ პოლიტიკას. დოკუმენტში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა ორიენტირებულია დაბალ დეფიციტზე, დაბალ ინფლაციასა და მცურავ გაცვლით კურსზე.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათი ცნობით, საინვესტიციო გარემოს ანგარიშში აქცენტი სებ-ის მხრიდან ფინანსურ სანქციათა ეფექტურ მონიტორინგსა და ამ მხრივ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე კეთდება.

„ფინანსური ინსტიტუტების მიერ სანქციების შესრულების სათანადო და ეფექტური მონიტორინგისთვის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი განყოფილება შექმნა, რომელიც პასუხისმგებელია საერთაშორისო სანქციების შესაბამისობის შესახებ ფინანსური ინსტიტუტებისთვის შესაბამისი მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს შემუშავებაზე და ეხმარება ფინანსური სექტორის, წარმომადგენლებს გააცნობიერონ და შეასრულონ სანქციათა რეჟიმით გათვალისწინებული მოთხოვნები. საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად მოწმდება ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე შემოწმების დროს", - აღნიშნულია ანგარიშში.

მათივე ინფორმაციით, ანგარიშში განხილულია საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკა, რის შედეგადაც საფინანსო სექტორი და საბანკო სისტემა წარმატებით უმკლავდება გლობალურ გამოწვევებს.

"საბანკო სისტემა არის სტაბილური, კარგად კაპიტალიზებული, ლიკვიდური და მომგებიანი. ფინანსური სექტორი ინარჩუნებს კაპიტალისა და ლიკვიდობის სოლიდურ ბუფერებს პოტენციურ საფრთხეებთან გასამკლავებლად. უმოქმედო სესხების წილი კლებულობს. საქართველოს საბანკო ზედამხედველობის პრაქტიკა და რეგულაციები მნიშვნელოვნად პროგრესირდა და დიდწილად შეესაბამება ბაზელის/ევროკავშირის დირექტივებს", - აღნიშნულია ანგარიშში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში