ლევან ბეჟაშვილი - „ამნისტიის შესახებ“ კანონის „ქოცური“ ვარიანტი პრაქტიკულად, პოლიტიკური დოკუმენტი იქნება - „ოცნებამ“ ის მათთვის სასურველ პირებზე გაავრცელა

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ წარდგენილიც ჰქონდა კანონპროექტი საყოველთაო ამნისტიის შესახებ, მაგრამ ეს ჰუმანური აქტი „ქართულმა ოცნებამ“ გადააქცია პოლიტიკურ დოკუმენტად და მათთვის სასურველ პირებზე გაავრცელა, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, „ამნისტიის შესახებ“ კანონი, მმართველი პარტიისთვის პოლიტიკური დოკუმენტი იქნება.

„საქართველოში ათასობით ადამიანი ელოდებოდა საყოველთაო ამნისტიას და ამ მოთხოვნის შესაბამისად, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" წარდგენილიც ჰქონდა კანონპროექტი საყოველთაო ამნისტიის შესახებ. მაგრამ ეს ჰუმანური აქტი „ქართულმა ოცნებამ“ გადააქცია პოლიტიკურ დოკუმენტად და მათთვის სასურველ პირებზე გაავრცელა.

პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ ამნისტიის ეს აქტი არ ეხება ძალიან ბევრ პატიმარს, მათ ოჯახის წევრებს. „ამნისტიის შესახებ“ კანონის "ქოცური" ვარიანტი, პრაქტიკულად პოლიტიკური დოკუმენტი იქნება.

ამიტომ, ბუნებრივია ჩვენ მომხრე ვართ საყოველთაო ამნისტიის შესახებ დოკუმენტი დაიდოს“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს