ლევან ბეჟაშვილი - „ამნისტიის შესახებ“ კანონის „ქოცური“ ვარიანტი პრაქტიკულად, პოლიტიკური დოკუმენტი იქნება - „ოცნებამ“ ის მათთვის სასურველ პირებზე გაავრცელა

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ წარდგენილიც ჰქონდა კანონპროექტი საყოველთაო ამნისტიის შესახებ, მაგრამ ეს ჰუმანური აქტი „ქართულმა ოცნებამ“ გადააქცია პოლიტიკურ დოკუმენტად და მათთვის სასურველ პირებზე გაავრცელა, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, „ამნისტიის შესახებ“ კანონი, მმართველი პარტიისთვის პოლიტიკური დოკუმენტი იქნება.

„საქართველოში ათასობით ადამიანი ელოდებოდა საყოველთაო ამნისტიას და ამ მოთხოვნის შესაბამისად, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" წარდგენილიც ჰქონდა კანონპროექტი საყოველთაო ამნისტიის შესახებ. მაგრამ ეს ჰუმანური აქტი „ქართულმა ოცნებამ“ გადააქცია პოლიტიკურ დოკუმენტად და მათთვის სასურველ პირებზე გაავრცელა.

პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ ამნისტიის ეს აქტი არ ეხება ძალიან ბევრ პატიმარს, მათ ოჯახის წევრებს. „ამნისტიის შესახებ“ კანონის "ქოცური" ვარიანტი, პრაქტიკულად პოლიტიკური დოკუმენტი იქნება.

ამიტომ, ბუნებრივია ჩვენ მომხრე ვართ საყოველთაო ამნისტიის შესახებ დოკუმენტი დაიდოს“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის