გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძეს - დაჯექი რა, ამ შენ კაბინეტში, ასი დღე დაგრჩა, ნუ დადიხარ სხვა ქვეყნებში - ყველა ვიზიტი არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება

ირაკლი კობახიძის ყველა ასეთ ვიზიტი საქართველოსთვის არის საფრთხისშემცველი- ჩემი რჩევაა ირაკლი კობახიძისთვის, დაჯექი რა, ამ შენ კაბინეტში, ასი დღე დარჩა, ნუ დადიხარ სხვა ქვეყნებში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტზე.

ვაშაძის თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, ხელისუფლება კი, პარტნიორების მიმართ მტრულ დამოკიდებულებას აჩვენებს.

ირაკლი კობახიძემ, მთელმა მისმა ტყუილების გუნდმა, სამწუხაროდ, კატასტროფულ სიტუაციამდე მიიყვანა საქმე, ევროინტეგრაციის პროცესი არის შეჩერებული. ამაზე მძიმე არ შეიძლებოდა რამე მომხდარიყო. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, ას დღეში ქართველი ხალხის გამარჯვება, ერთად დგომით გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, ყველა ასეთ ვიზიტი საქართველოსთვის არის საფრთხისშემცველი. სამწუხაროდ, ყველა ასეთი ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის მეტი მძიმე შედეგებით მთავრდება. იმდენად არაადეკვატურ, მტრულ დამოკიდებულებას აჩვენებენ ჩვენ მეგობრებს და პარტნიორებს, რომ შემდგომ ეს ყველაფერი ხდება მძიმე რეაქციის შედეგი, ამიტომ ჩემი რჩევაა ირაკლი კობახიძისთვის, დაჯექი რა, ამ შენ კაბინეტში, ასი დღე დაგრჩა, ნუ დადიხარ სხვა ქვეყნებში იმიტომ, რომ მართლა, მისი ყველა ვიზიტი არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება