გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძეს - დაჯექი რა, ამ შენ კაბინეტში, ასი დღე დაგრჩა, ნუ დადიხარ სხვა ქვეყნებში - ყველა ვიზიტი არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება

ირაკლი კობახიძის ყველა ასეთ ვიზიტი საქართველოსთვის არის საფრთხისშემცველი- ჩემი რჩევაა ირაკლი კობახიძისთვის, დაჯექი რა, ამ შენ კაბინეტში, ასი დღე დარჩა, ნუ დადიხარ სხვა ქვეყნებში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტზე.

ვაშაძის თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, ხელისუფლება კი, პარტნიორების მიმართ მტრულ დამოკიდებულებას აჩვენებს.

„ირაკლი კობახიძემ, მთელმა მისმა ტყუილების გუნდმა, სამწუხაროდ, კატასტროფულ სიტუაციამდე მიიყვანა საქმე, ევროინტეგრაციის პროცესი არის შეჩერებული. ამაზე მძიმე არ შეიძლებოდა რამე მომხდარიყო. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, ას დღეში ქართველი ხალხის გამარჯვება, ერთად დგომით გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, ყველა ასეთ ვიზიტი საქართველოსთვის არის საფრთხისშემცველი. სამწუხაროდ, ყველა ასეთი ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის მეტი მძიმე შედეგებით მთავრდება. იმდენად არაადეკვატურ, მტრულ დამოკიდებულებას აჩვენებენ ჩვენ მეგობრებს და პარტნიორებს, რომ შემდგომ ეს ყველაფერი ხდება მძიმე რეაქციის შედეგი, ამიტომ ჩემი რჩევაა ირაკლი კობახიძისთვის, დაჯექი რა, ამ შენ კაბინეტში, ასი დღე დაგრჩა, ნუ დადიხარ სხვა ქვეყნებში იმიტომ, რომ მართლა, მისი ყველა ვიზიტი არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს