გიორგი ვაშაძე - მივესალმებით სხვა ოპოზიციური პარტიების გადადგმულ ნაბიჯებს გაერთიანებებისკენ - დარწმუნებული ვარ, ის, რაც ივანიშვილს უნდოდა, რომ ოპოზიციური ხმები 5%-ს ქვემოთ დაკარგულიყო, არ მოხდება - ეს არის ამოცანა!

მივესალმები ყველა პოლიტიკურ, პროდასავლურ კონსოლიდაციას, გაერთიანებას, ეს მათი გადასაწყვეტია, - ასე გამოეხმაურა „სტრატეგია“ აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ „ლელო“ „განაცებისგან“ უნდა გადაარჩინოს.

ვაშაძის თქმით, ის, რაც ბიძინა ივანიშვილს უნდოდა, არ მოხდება და ოპოზიციის ხმები 5%-ს ქვემოთ არ დარჩება.

„ჩვენ ჩამოვაყალიბეთ „ერთიანობის“ გაერთიანება, მოძრაობა, რომელიც ყველაზე აქტიურად ერთვება საარჩევნო კამპანიაში, ასი დღის განმავლობაში ვაპირებთ მუშაობას. მივესალმებით სხვა ოპოზიციური პარტიების გადადგმულ ნაბიჯებს გაერთიანებებისკენ და დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, ის, რაც ივანიშვილს უნდოდა, რომ ოპოზიციური ხმები 5%-ს ქვემოთ დაკარგულიყო, არ მოხდება. ეს არის ამოცანა, რომელიც ყველას გვაქვს“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ მას „ლელოს“ განაცებისგან“ გადარჩენა სურს. „ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, „არანაცური“ და „არაოცნებური“ ძალები როგორ იქნებიან პარლამენტში წარმოდგენილი. მერწმუნეთ, ბევრი მიმუშავია და კიდევ ბევრს ვიმუშავებ იმისთვის, რომ როგორმე „ლელო“ „განაცებისგან“ გადავარჩინოთ, მე ამას არც ვმალავ“, - განაცხადა გახარიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს