ირაკლი ზარქუა - „ლელო“ და ქალბატონი დოლიძე გაერთიანდა? მაშინ წაგვიგია და რატომ ვიღებთ მონაწილეობას?! - რაც შეეხება გახარიას, ზემოდან რა „შპარგალკაც“ მოვა, ისე დალაგდებიან - გახარია გაიგებს, რასაც ვამბობ

გახარია და [ხაზარაძე] ერთმანეთს აგინებდნენ - ზემოდან რა „შპარგალკაც“ მოვა, ისე დალაგდებიან, გახარია გაიგებს, რასაც ვამბობ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც "ლელოსა" და "გახარია საქართველოსთვის" შესაძლო გაერთიანებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, "ლელო" "ნაცების" დანამატია.

გარდა ამისა, ის "ლელოს“, „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ გაერთიანებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ანა დოლიძეს თავისი ოჯახის წევრები არ აძლევენ ხმას".

"მართალს ამბობთ? "ლელო" და ქალბატონი დოლიძე გაერთიანდა? მაშინ წაგვიგია და რატომ ვიღებთ მონაწილეობას?! კარგი, რა. არასერიოზულია. სერიოზულად როგორ უნდა ვიმსჯელო ახლა. დოლიძეს თავისი ოჯახის წევრები არ აძლევენ ხმას. დღეს გვაგინებს და ბატონ ბიძინა ივანიშვილზე უშვერ სიტყვებს ამბობს და მაშინ, როდესაც თვითონ თანამდებობაზე იყო ჩვენი დამსახურებით კარგები ვიყავით. ეს ორმაგი სტანდარტია. რატომ ჰგონიათ, რომ ხალხს ავიწყდება?!

"ლელოსთან" დაკავშირებით კი გითხარით, ჩვეულებრივი "ნაცების" დანამატია, "ნეონაცები". როგორც უნდათ თვითონ ჩამოყალიბდნენ. რატომ? უამრავი არგუმენტის გამო. ანაკლიის პროექტი ჩააგდო "ლელომ". მაგას როგორ უნდა ანდრო რამე?!

რაც შეეხება გახარიას. "ლელო" და გახარია... ერთმანეთს აგინებდნენ. ერთი რას ეძახდა მეორეს. მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, თვითონ არც ერთი არ არიან ქართველი ხალხის დაკვეთის შემსრულებელი. ზემოდან წერილი, რაც მოვა, "შპარგალკა" (გახარია გაიგებს რასაც ვამბობ) ისე დალაგდებიან. ცალკე მოვა? ცალკე იქნებიან. უნდა გაერთიანდნენ? - გაერთიანდებიან. კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობაა" და მათ ჩვენ, ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს დავამარცხებთ," - განაცხადა ზარქუამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის