ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, „საქპატენტი“ თავის უფლება-მოვალეობებს წარმატებით ახორციელებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი -„საქპატენტი“ ადმინისტრირებას უწევს სასაქონლო ნიშნების, საავტორო უფლებების, პატენტებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების გაცემისა და მართვის მარეგულირებელ სისტემას.

ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში გაუმჯობესდა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულება.

„კერძოდ, სახელმწიფო დეპარტამენტი თავის ანგარიშში აღნიშნავს, რომ ეფექტიანი მუშაობის შედეგად შემცირდა არალიცენზირებული კომპიუტერული პროგრამების, მეკობრული ვიდეო/აუდიო ჩანაწერებისა და ონლაინ სივრცეში სხვა არალიცენზირებული კონტენტის ხელმისაწვდომობა და გამოყენება.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ „საქპატენტი“ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებასთან დაკავშირებით კოორდინირებას უწევს მთავრობის მიდგომას, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში ხორციელდება.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, აღნიშნული საბჭო წარმოადგენს ეფექტიან პლატფორმას იმისათვის, რომ სამთავრობო დაწესებულებებმა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების შესახებ მოსაზრებები გაცვალონ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია