პარლამენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატან ცვლილებას პირველი მოსმენით, 77 ხმით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, თბილისის მუნიციპალიტეტს ემატება უფლებამოსილება, განსაზღვროს, რომ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში გადაადგილების უფლება, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შესაბამისი კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან – ტაქსებთან (M1 კატეგორია) ერთად, ენიჭება მოტოციკლს ან/და მოპედს.

„ეს მადრიდში, ბარსელონაში, ვენაში არსებული პრაქტიკაა, რომლითაც შემცირდა ავტოავარიების შემთხვევები, შესაბამისად, შემცირდა დაზარალებულების რაოდენობა. ამ კარგი პრაქტიკის ასახვა ხდება საქართველოს კანონმდებლობაში“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია