გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ივლისს 08:00-იდან 08:10 საათამდე დუშეთის რაიონის სოფლებში: მისაქციელი, ჭოპორტი, ცხვარიჭამია, გრიგოლიანთკარი და მიმდებარე სოფლებში აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, 11:00-იდან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში მაღაროსკარი, ნეძიხი, გუდრუხი, ხარტიშო და მიმდებარე სოფლებში.

„ელექტროენერგიის მიწოდება ამასთან, შეეზღუდებათ: 11:00-იდან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მისქციელი, ნატახტარი, წილკანი და მიმდებარე სოფლებში; 15:00-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში პატარა ქანდა, ქსოვრისი, წეროვანი, ქსანი და მიმდებარე სოფლებში; 17:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ვაზიანი, მუხრანი, ერედა, ძალისი, ქსოვრისი, ცხვარიჭამია და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეული რეჟიმით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს