ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნით სესიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაერთიანებულ სამეფოში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნით პლენარულ სესიას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სესიას ბლენჰაიმის სასახლე მასპინძლობს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, გაერთიანებულ სამეფოში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნით პლენარულ სესიას დაესწრო, რომელსაც ბლენჰაიმის სასახლე მასპინძლობს.

სამიტი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა გახსნა.

გახსნითი პლენარული სესიის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს უკრაინის პრეზიდენტმა, შვეიცარიის პრეზიდენტმა და დანიის პრემიერ-მინისტრმა.

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნამდე მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია