ილია დარჩიაშვილი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანს შეხვდა

გაერთიანებულ სამეფოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივან დევიდ ლამთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ილია დარჩიაშვილმა ბრიტანელ კოლეგას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას, მათ შორის, „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის" ფარგლებში.

ილია დარჩიაშვილმა ბრიტანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.

შეხვედრისას საუბარი შეეხო როგორც მსოფლიოში, ისე რეგიონში მიმდინარე პროცესებს. არსებული გამოწვევების ფონზე, ხაზგასმით აღინიშნა მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის აუცილებლობა.

მინისტრები შეთანხმდნენ აქტიურად იმუშაონ საერთო პრიორიტეტული მიმართულებებით თანამშრომლობის განმტკიცების მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება