ლევან დავითაშვილი - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასახული ობიექტური ინფორმაცია მკაფიო სიგნალია ინვესტორებისთვის, რომ საქართველო შეიძლება იყოს ხანგრძლივ პერიოდში საიმედო პარტნიორი და სწორი არჩევანი

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასახული ობიექტური ინფორმაცია მკაფიო სიგნალია ინვესტორებისთვის, რომ საქართველო შეიძლება იყოს ხანგრძლივ პერიოდში საიმედო პარტნიორი და სწორი არჩევანი, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიშის კომენტირებისას.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს გააჩნია სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რაც, პირველ რიგში, მაკროეკონომიკურ სტაბილურობას ითვალისწინებს.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რომელიც საქართველოს საინვესტიციო კლიმატს აფასებს, საკმაოდ ობიექტურია. დადებითია საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და კლიმატის შესახებ შეფასება. ანგარიშში აღნიშნულია ის ძირითადი ეკონომიკური რეფორმები, რომელთაც ქვეყანა ბოლო წლებში წარმატებით ახორციელებს, რის შედეგადაც ქვეყანას უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა რეგიონისა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით. ეს ტენდენცია შენარჩუნებული უნდა იყოს უახლოეს წლებში, რასაც საერთაშორისო ავტორიტეტული ეკონომიკური ორგანიზაციები, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდიც ადასტურებს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, ქვეყანას აქვს გაუმჯობესებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, რაც ინვესტორებისთვის საქართველოში ინვესტიციების განხორციელების საფუძველია. ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველო, ამ კუთხით, რეგიონის სხვა ქვეყნებისგან გამოირჩევა, რაც ასევე მკაფიოდ არის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნული. მისი თქმით, ქვეყნის საინვესტიციო გარემო პროგნოზირებადია, მარეგულირებელი კანონმდებლობა კი სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.

პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოში ბოლო წლებში მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმები განხორციელდა, მათ შორის, საკანონმდებლო კუთხით. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გადახდისუნარიანობის და ინვესტიციების დაცვის აღიარების შესახებ კანონებზე და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი, ქმნის დამატებით მოტივაციას ინვესტორებისთვის, რომ არჩევანი საქართველოზე გააკეთონ.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საქართველომ ბოლო წლებში ყველა საერთაშორისო რეიტინგში შეინარჩუნა და გააუმჯობესა თავისი მდგომარეობა, რაც უკავშირდება კონკურენტუნარიანობას, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერას, ზოგადად კერძო სექტორის დახმარებას, ასევე კორუფციასთან ბრძოლას.

„ვფიქრობ, რომ ეს ყველა ობიექტური ინფორმაცია ანგარიშში ასახულია და არის მკაფიო სიგნალი ინვესტორებისთვის, რომ საქართველო შეიძლება იყოს ხანგრძლივ პერიოდში საიმედო პარტნიორი და სწორი არჩევანი რეგიონში ინვესტიციების განხორციელებისთვის. ჩვენ ამ პოლიტიკას ვინარჩუნებთ მომავალ წლებშიც. ჩვენ გვექნება მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ყველა ის ხელშემწყობი ღონისძიება, რომელიც საქართველოში ბიზნესის კეთებას კიდევ უფრო მარტივს და ხელსაყრელს გახდის და საბოლოოდ, ქვეყნის კონკურენტუნარიანობას აამაღლებს", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში