გრიგოლ გეგელია - გიორგი გახარიასთან ამ დრომდე არანაირი საუბარი არ ყოფილა - „ქართულ ოცნებას“ პარანოიდული და ისტერიული შემოტევა აქვს, ძალიან ეშინია

„ქართულ ოცნებას“ აქვს ისტერიული შემოტევა და ყველაზე მეტს ის საუბრობს „ლელოსა“ და გიორგი გახარიას პარტიის გაერთიანებაზე - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარიასთან ამ დრომდე არანაირი კონსულტაციები არ ყოფილა და სანამ მისგან კონკრეტულ პასუხებს არ მიიღებენ, გაერთიანება ვერ მოხდება.

„გიორგი გახარიას საკითხზე კითხვები დიდი ხანია გვაქვს, ეს ახალი არ არის, თუმცა მე ვფიქრობ, მამუკა ხაზარაძემ ძალიან სწორი ეთიკა აჩვენა და ხაზი გაუსვა იმას, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები არსებობს, მათ შორის, სახელმწიფო და მისი მომავალი და ჩვენც კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ვებრძვით რუსულ რეჟიმს, რუსულ ავტოკრატიას. რაც შეეხება კითხვებს, ეს კითხვები ბევრჯერ გვაქვს გაჟღერებული ყველგან. ამ კითხვებიდან არცერთი არის პირადი და პიროვნული ხასიათის, ყველა მათგანი ეხება ისეთი ტიპის საკითხს, რაც არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, რაც ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს ქვეყანაში, ამიტომ, მკაფიო პასუხები არის მნიშვნელოვანი.

გიორგი გახარიასთან ამ დრომდე არანაირი საუბარი არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ უკვე აქვს პარანოიდული და ისტერიული შემოტევა, როგორც ჩანს, ძალიან ეშინია ჩვენი უკვე არსებული ერთობის, კიდევ პოტენციური გაერთიანებების, ამიტომ ისინი ყველაზე მეტს საუბრობენ აქტიურად იმაზე, რომ „ლელო“ და გახარია გაერთიანდებიან. გუშინდელ გაერთიანებაზე იფიქრეს, იფიქრეს და რომ ვერაფერი მოიფიქრეს, თქვეს, თითქოს დავალება გვაქვს მიღებული გარედან, რომ გავერთიანებულიყავით“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს