დონალდ ტრამპი - დავასრულებ ყველა საერთაშორისო კრიზისს, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომს

ჩვენმა ოპონენტებმა მშვიდობიან მსოფლიო მიიღეს მემკვიდრეობად და ომის პლანეტად აქციეს - დავასრულებ ყველა საერთაშორისო კრიზისს, რომელიც ამ ადმინისტრაციამ შექმნა, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა მილუოკიში, "რესპუბლიკური პარტიის" ეროვნულ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ავღანეთიდან ჯარების გაყვანის გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

„ამ კატასტროფით გათამამებული რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ისრაელმა გადაიტანა ყველაზე საშინელი თავდასხმა მის ისტორიაში. ახლა ჩინეთი დასტრიალებს ტაივანს“, - აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, არ მოხდებოდა არც რუსეთ-უკრაინის ომი და არც ისრაელი-„ჰამასის“ ომი.

„დავასრულებ ყველა საერთაშორისო კრიზისს, რომელიც ამ ადმინისტრაციამ შექმნა, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომს, რომელიც არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი და ასევე ისრაელზე თავდასხმის შედეგად გამოწვეულ ომს, რომელიც არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი“, - აღნიშნა ტრამპმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს