შალვა პაპუაშვილი - წინა ხელისუფლებების სულსწრაფობით, წინდაუხედაობით ჩავაბიჯეთ ყველა ხაფანგში, რომელიც დაგვიდო ნებისმიერი ინტერესის ჯგუფმა, თუ ქვეყანამ - ყველა ხაფანგში ჩააბიჯა საქართველომ 2012 წლამდე

ჩვენი ხელისუფლებების, რომლებიც მაშინ იყვნენ, სულსწრაფობით, წინდაუხედაობით ჩავაბიჯეთ ყველა ხაფანგში, რომელიც დაგვიდო ნებისმიერი ინტერესის ჯგუფმა, თუ ქვეყანამ. ყველა ხაფანგში ჩააბიჯა საქართველომ 2012 წლამდე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი განცხადებით, საუბარია ხოლმე, რომ ტყუილი და დეზინფორმაციაა და არავინ ითხოვს მეორე ფრონტს. თუმცა, სანამ მიდის ომი, ეს საფრთხეები რეალური კი არა, პირდაპირ დგას, ამიტომ არის ეს გადალაგებები ოპოზიციაში.

„ცდილობენ იქნებ დააბნიონ საზოგადოება, რამენაირად 5%-იანი ბარიერი გადალახონ პატარა პარტიებმა, რომ შეძლონ „ქართულ ოცნებას“ გამოწიწკნონ მხარდაჭერა და მოვიდნენ ხელისუფლებაში. როგორც კი მოვლენ ხელისუფლებაში, გააკეთებენ იმას, რასაც აქამდე გვპირდებოდნენ - დააწესებენ სანქციებს, ჩაკეტავენ საზღვრებს, შევლენ ესკალაციასა და ომში რუსეთთან და საერთო ჯამში შეაბიჯებენ კონფლიქტში. ამის ბევრი ინსტრუმენტი არსებობს. ეს იმას კი არ გულისხმობს, რომ პირდაპირ შეიძლება ზარბაზანი გავარდეს. აქ არის ჰიბრიდული ინსტრუმენტები და ისე შეიძლება აფეთქდეს ეს ქვეყანა, რომ იქ ვინ მტყუანი იქნება და ვინ მართალი, ვეღარავინ გაარკვევს. ასე ხდებოდა საქართველოში. ყველა ომი, რაც გავიარეთ, საბოლოო ჯამში მტყუან-მართალი რომ ვერ გაგვირკვევია, რატომ არის?! იმიტომ, რომ ჩვენი ხელისუფლებების, რომლებიც მაშინ იყვნენ, სულსწრაფობით, წინდაუხედაობით ჩავაბიჯეთ ყველა ხაფანგში, რომელიც დაგვიდო ნებისმიერი ინტერესის ჯგუფმა, თუ ქვეყანამ. ყველა ხაფანგში ჩააბიჯა საქართველომ 2012 წლამდე. ახლა გვაქვს მშვიდობის 12 წელი. შემთხვევითი ხომ არ იყო, რომ ყველა ხელისუფლებას სამხედრო კონფლიქტი მოსდიოდა. ხან სამოქალაქო ომი გვქონდა, ხან კონფლიქტები იყო რეგიონში, ხან როგორ, ხან - როგორ. ეს იყო საქართველოს გარკვეული წყევლა, რომ ვიყავით მუდმივ ომებში. 12 წელი უწყვეტი მშვიდობის, ეს არ არის შემთხვევითი, რომ ასე დაგვეცა მშვიდობა თავზე. ეს არის ზუსტად წინდახედული, ფრთხილი და არა სულსწრაფი გადაწყვეტილებების შედეგი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“- ის ეთერში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო