შალვა პაპუაშვილი - ყველას გვახსოვს, როგორ ითესებოდა, ყველა ოპოზიციონერის მიერ ქსენოფობიური ისტერია, სამწუხაროდ, მათ უცხოელი აქტორებიც უწყობდნენ ხელს - ამ ისტერიაში აცხოვრეს ქვეყანა ორი წელი

მინდა გამოვეხმაურო ფერიცვალებას, რომელსაც ვხედავთ ოპოზიციაში. მიხვდნენ, რომ ხალხთან მოუწევთ მისვლა, ტელევიზორებით ვეღარ გავლენ ფონს და ეს ხალხი ჰკითხავს, რომ კი მაგრამ, რას გვიშვრებოდით ჩვენ, რომ ამბობდით, რომ უნდა დაკეტილიყო საზღვრები, არ უნდა გაგვეტანა ჩვენი პროდუქცია რუსეთში, რა უნდა გვექნა, ხომ გაღატაკდებოდა ჩვენი ქვეყანა, ჩამოიშლებოდა ეკონომიკაო. დათვლილია, რომ მინუს 20% იქნებოდა ეკონომიკური ზიანი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, ამ ისტერიას, უცხოელი აქტორებიც უწყობდნენ ხელს.

„ყველას გვახსოვს, როგორ ითესებოდა, ყველა ოპოზიციონერის მიერ, ქსენოფობიური ისტერია. იქამდე მიიყვანეს საქმე, რომ რუსული გარეგნობის ადამიანს ქვაც კი ესროლეს ჭავჭავაძის გამზირზე. ადამიანს, რომელიც წლებია საქართველოში ცხოვრობს. გვახსოვს პრეზიდენტის სამარცხვინო განცხადება 2023 წლის 26 მაისის აღლუმზე, ფრენასთან დაკავშირებით, როდესაც სამარცხვინო განცხადება გააკეთა.

სამწუხაროდ, ამ ისტერიას, უცხოელი აქტორებიც უწყობდნენ ხელს. გვახსოვს ამერიკის ყოფილი ელჩის განცხადება საკრუიზო გემთან დაკავშირებით, როდესაც მან თქვა, რომ არავისთვის უნდა იყოს გასაკვირი, რომ ქართველებს არ უნდათ რუსეთიდან ჩამოსული ხალხიო. რა იცის ამერიკის ელჩმა, რა უნდა ქართველ ხალხს და რა - არა?! თან ხაზი გაუსვა, რომ არ იფიქროთ, მარტო გემზე ვამბობო, როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო საზღვარი რუსეთთან ჩასაკეტიაო. ასეთი ისტერია ითესებოდა. როდესაც ელჩები, დონორები, ასეთ ისტერიას თესენ, ამას მერე მხარს უბამს ოპოზიცია, „ენჯეოები“, რომლებიც მათგან ფინანსდებიან და ამ ისტერიაში აცხოვრეს ქვეყანა და ეს საზოგადოება ორი წელი და ახლა გამოდის ნიკა გვარამია და ამბობს, რომ პრინციპში რა კარგია, რუსეთიდან შემოვიდეს თანხაო. ახლა მოუნდათ ამაზე ასე საუბარი?! საინტერესოა, როგორ დალაგდებიან მითუმეტეს შიგნით, როდესაც ჰყავთ ელენე ხოშტარია, რომელიც პირდაპირ, წელიწად-ნახევარი ევროკავშირის და მათ შორის, რუსეთის ფულით ფინანსდება და როგორ ახერხებს ეს ადამიანი არ ვიცი, რომ ორი წყაროდან აქვს დაფინანსება. დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე ავრცელებდა საქართველოსთან დაკავშირებით, თითქოს სანქციების გვერდის ავლა ხდებოდა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“- ის ეთერში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება