იაგო ხვიჩია - ვცდილობთ, ამნისტიის კანონი გავაკეთილშობილოთ ისე, რომ უფრო მეტ ადამიანს შეეხოს - მინდა, რომ "ქართულ ოცნებას" წინასაარჩევნოდ კარგი საქმის კეთებაში დავეხმაროთ

ვცდილობთ, ამნისტიის კანონი გავაკეთილშობილოთ ისე, რომ უფრო მეტ ადამიანს და უფრო მეტად შეეხოს. მინდა, რომ "ქართულ ოცნებას" წინასაარჩევნოდ კარგი საქმის კეთებაში დავეხმაროთ, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ამნისტიის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, "გირჩის" "ქართული ოცნებისადმი" კრიტიკა არის არა ის, თუ რატომ აკეთებს ამნისტიას წინასაარჩევნოდ, არამედ, ის, თუ რატომ არ აკეთებს უფრო დიდ ამნისტიას წინასაარჩევნოდ.

"არჩევნებამდე სამი თვეა დარჩენილი და ყველაფერი რაც ახლა ხდება, არის პოლიტიკური და წინასაარჩევნო მიზნით, უბრალოდ კარგი საქმე გინდა წინასაარჩევნო მიზნით აკეთე, გინდა არჩევნების გარეშე, ყოველთვის კარგი საქმე იქნება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პატიმრების გათავისუფლება არის კარგი საქმე. ზოგადად, ამნისტია არის კარგი საქმე და ჰუმანური აქტი. შესაბამისად, ჩვენი კრიტიკა არის არა ის, თუ რატომ აკეთებს "ქართული ოცნება" ამნისტიას წინასაარჩევნოდ, არამედ, ჩვენი კრიტიკა არის ის, თუ რატომ არ აკეთებს უფრო დიდ ამნისტიას წინასაარჩევნოდ. ამ სტრატეგიას ჩვენ მივყვებით და ვცდილობთ, რომ ეს კანონი გავაკეთილშობილოთ ისე, რომ უფრო მეტ ადამიანს და უფრო მეტად შეეხოს. ასე გაგრძელდება ალბათ, ამ კანონის განხილვის ბოლომდე ჩვენგან და ვნახოთ, რა შედეგს მივაღწევთ. მინდა, რომ "ქართულ ოცნებას" წინასაარჩევნოდ კარგი საქმის კეთებაში დავეხმაროთ," - განაცხადა ხვიჩიამ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს