„საქსტატი“ - 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 319.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 319.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.8%-ით ნაკლებია, აქედან ექსპორტი 2 847.6 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (შემცირდა 6.7%-ით), ხოლო იმპორტი 7 471.8 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 0.2%-ით).

„სტატისტიკის“ თანახმადვე, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარ-ივნისში, 4 624.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44.8%-ია.

„2024 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.5% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (453.4 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (354.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (340.1 მლნ. აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.4% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 529.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 197.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (855.0 მლნ. აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარ-ივნისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 933.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 32.8%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 156.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.5%), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 143.0 მლნ. აშშ დოლარით (5.0%).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2024 წლის იანვარ-ივნისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1 246.9 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 16.7 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 631.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.5%), ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები დაფასოებული 318.8 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4.3 %)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში