ირაკლი ზარქუა ნიკა გვარამიაზე - მოგიჭირეს ერთ ადგილას და მიხვდი, რომ ახლა სხვანაირად უნდა ალაპარაკდე და იჭიკჭიკო? - შუბლის ძარღვი არც ჰქონია არასდროს, მაგრამ მგონი, იქ შიგნით თუ აქვს რამე ძვალი, ისიც გაწყვეტილი აქვს, ძარღვი არა ძვალიც

მოგიჭირეს ერთ ადგილას და მიხვდი, რომ ახლა სხვანაირად უნდა ალაპარაკდე და იჭიკჭიკო? - შუბლის ძარღვი არც ჰქონია არასდროს, მაგრამ მე მგონი, იქ შიგნით თუ აქვს რამე ძვალი, ისიც გაწყვეტილი აქვს, ძარღვი არა ძვალიც, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც რუსეთთან ურთიერთობაზე პარტია „ახალის“ თავმჯდომარის, ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა.

ზარქუამ ნიკა გვარამიას სამარცხვინო და "ზონდერი პროკურორი" უწოდა.

„გუშინ, გუშინ წინ, ჰოი, საოცრება, ჯიგრები დალაგდნენ და ჰყვებიან, რომ რუსეთის ფული რა პრობლემა არისო, რუსი ტურისტი უნდა ჩამოვიდესო, რუსეთთან პირდაპირი ფრენები არ არის პრობლემაო და ეს ისტერიული შეტევები უნდა დამთავრდესო „კვესოს“ ეუბნება. „კვესო“ კი იცით, ვინც არის. ამ ორის ამაზრზენ დებატს თუ დისკუსიას რა უნდა უპასუხო არც ვიცი. შუბლის ძარღვი არც ჰქონია არასდროს, მაგრამ მე მგონი, იქ შიგნით თუ აქვს რამე ძვალი, ისიც გაწყვეტილი აქვს. ძარღვი არა ძვალიც. და ამათ უნდათ შემდეგ არჩევნებზე გავიდნენ. ბიჭო, ვის ატყუებ შენ? ახლა დაგჭირდა ხომ, მოგიჭირეს ერთ ადგილას და მიხვდი, რომ ახლა სხვანაირად უნდა ალაპარაკდე და იჭიკჭიკო? გვარამიას მივმართავ, შე ზონდერო შენა! შე ზონდერო პროკურორო! როგორ გძულს ქართველები, ქართული ტრადიცია, ყველაფერი ქართული, ქართული ინტერესები. ახლა მიხვდი, რომ ჩვენი ეკონომიკისთვის და ბიზნესისთვის რუსეთის ბაზარიც მნიშვნელოვანია? ახლა აჭიკჭიკდი ხომ სხვანაირად? სამარცხვინო ხარ შენ! და მეორე რომ გყავს კიდევ, საველე მეთაური. შენ ვერ ჩადიხარ, იმის ტ..ი არ გაქვს, რომ მიხვიდე და კახელებს დაელაპარაკო, ასე იქნები სამეგრელოშიც იმიტომ, რომ შენნაირი უსამშობლო არსად არ სჭირდებათ და ამიტომ დადის ის ჩემი „ხაბეს“ მიერ ჩამოგდებული. ასეთები ხართ, ავტორიტეტშელახულები, უსამშობლოები, ზონდერები. ორივეს ეს წარსული გაერთიანებთ”, - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, პარტია „ახლის“ თავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ განაცხადა: „რუსეთთან ფრენები თუ საჭიროა მოქალაქეებისთვის, თავსებადია ევროინტეგრაციულ პროცესებთან, იყოს ფრენები, გამართლებული არ არის ისტერიული დამოკიდებულება, არც ივაჭროთ, არც ღვინო წაიღოთ, რუსი არ შემოუშვათ“

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის