თინა ბოკუჩავა - დონალდ ტრამპმა თავის სიტყვაში ისაუბრა საქართველოზე, თუ როგორ შემოიჭრა პუტინი ჩვენ ტერიტორიაზე 2008 წელს, ხაზი გაუსვა იმას, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, ექნება ძალიან მკაცრი პოლიტიკა რუსეთის წინააღმდეგ

დონალდ ტრამპმა თავის სიტყვაში ისაუბრა საქართველოზე, თუ როგორ შემოიჭრა პუტინი ჩვენ ტერიტორიაზე 2008 წელს, ხაზი გაუსვა იმას, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, მას ექნება ძალიან მკაცრი პოლიტიკა რუსეთის წინააღმდეგ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსათვის,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, თინა ბოკუჩავა რესპუბლიკური პარტიის კონგრესზე იმყოფება, სადაც დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებზე „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს

„დღეს აქ, რესპუბლიკური პარტიის კონგრესზე ოფიციალურად წარადგინეს დონალდ ტრამპი, როგორც რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე. მან თავის სიტყვაში ისაუბრა საქართველოზე, 2008 წელს როგორ შემოიჭრა პუტინი ჩვენს ტერიტორიაზე და ხაზი გაუსვა იმას, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში მას ექნება ძალიან მკაცრი პოლიტიკა რუსეთის წინააღმდეგ. ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ვამაყობ, რომ საქართველოს სახელით ჩვენ შეგვეძლო, რომ ვყოფილიყავით აქ და ორი დღის განმავლობაში ჩაგვეტარებინა უამრავი მნიშვნელოვანი შეხვედრა „რესპუბლიკელ" "ლიდერშიფთან”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს