რომან გოცირიძე - ეს არის არაჰუმანური, შერჩევითი ამნისტია - არ არის გამორიცხული, წინასწარ ჰქონდათ სიები და დამუშავებული ჰყავდათ ოჯახები, რომ შემდეგ ამ ადამიანებს არჩევნებში ხმა „ქართული ოცნებისათვის“ მიეცათ

ეს არის შერჩევითი ამნისტია - არ არის გამორიცხული, წინასწარ ჰქონდათ სიები და დამუშავებული ჰყავდათ ოჯახები, რომ შემდეგ ამ ადამიანებს არჩევნებში ხმა "ქართული ოცნებისათვის" მიეცათ, - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ამნისტია არაჰუმანურია.

"ეს არის არაჰუმანური ამნისტია, შერჩევითი ამნისტია. აბსურდული ამნისტია თავისი შინაარსით, როდესაც შეწყალება ხდება ისეთი დამნაშავეების, რომელთა მიმართ გამოტანილია სასჯელი ,მაგალითად, 7-8 წლიანი, მაგალითად, ყაჩაღობა, საცხოვრებელ ბინაში შეჭრა ძარცვის მიზნით, ხოლო ზოგიერთი მუხლები, მაგალითად, ისეთი, როგორიცაა საპროტესტო აქციებში მონაწილე ახალგაზრდების წინააღმდეგ წაყენებული მუხლები, რომლებიც ითვალისწინებს ჯარიმასაც კი და მცირე ხანგრძლივობის თავისუფლების აღკვეთას, არ არის შეტანილი. ეს არის შერჩევითი ხასიათის და არ არის გამორიცხული, წინასწარ ჰქონდათ სიები და დამუშავებული ჰყავდათ ოჯახები, რომ შემდეგ ამ ადამიანებს არჩევნებში ხმა "ქართული ოცნებისათვის" მიეცათ”, - განაცხადა გოცირიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება