მამუკა მდინარაძე - „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მუხლები ვიღაცის ხელის მოსათბობად და სათაღლითოდ არ დაემატება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მუხლები „ვიღაცის ხელის მოსათბობად და სათაღლითოდ არ დაემატება“.

როგორც მან კანონპროექტის განხილვისას, პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა, კანონპროექტს მუხლები მხოლოდ მყარი არგუმენტების შემთხვევაში შესაძლოა დაემატოს და არავითარ შემთხვევაში ეს შანტაჟით, შიმშილითა და პროტესტის სხვა ფორმით არ მოხდება.

„ამ ქალაქში აღმოჩნდა ხალხი, რომლებმაც გადაწყვიტეს ამნისტიის საკითხით ხელის მოთბობა. ყველას ვაფრთხილებ, ნურავინ გაეხვევა იმ ბოროტ თაღლითობაში, რაც ამნისტიაში რაღაც მუხლების ჩაწერის დაპირებაა და ვიღაცები ამით სარგებლობენ. მინდა „გირჩის“ წარმომადგენლებს მივმართო, ძალიან ბევრი საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ ამ თემაზე შეგვევაჭრებით და რაღაც მუხლებს ჩაგვაწერინებთ. ეს ამბავი ციხეშიც ვრცელდება. შეიძლება ეს თქვენი ბრალი არაა. ყველას ვაფრთხილებ ამ თემაზე ასე ნუ ისაუბრებენ! მიმაჩნია, რომ დავუშვათ, გაუფრთხილებელი დანაშაულის შემთხვევაში, შეიძლება რაღაც საკითხები ჩავამატოთ კიდეც, ოღონდ აუცილებლად დაზარალებულის თანხმობით. არავითარ შემთხვევაში, ეს არ იქნება პოლიტიკური და სხვა სახის ვაჭრობის საგანი.

ყველას ვაფრთხილებ, თუ ვინმე ვინმეს აქეზებს, რომ ახლა შენ დაიწყე შიმშილობა და ამ მუხლს შეეხება, თუ ვინმეს უნდა, რომ რომელიმეს არ შეეხოს, ეს მხოლოდ ამ პროტესტის გამო მოხდება. ერთადერთი საფუძველი, რის გამოც შეიძლება შეიცვალოს, თუკი რაიმე მუხლს შეიძლება შეეხოს, ამისი ერთადერთი საფუძველი შეიძლება იყოს არგუმენტი, სამართლებრივი, მორალური და ა.შ. ნურავინ ითაღლითებს! თუკი რამე არ მოხდება, ვიღაცის ხელის მოსათბობად და სათაღლითოდ ამნისტიაში არცერთი პუნქტი არ დაემატება. თუ ვინმეს უნდა არგუმენტებით დაგვარწმუნოს, ეს მისაღებია, მაგრამ თუკი ვინმეს უნდა, რომ დაგვარწმუნოს, დაგვაშანტაჟოს, ან შიმშილობით ან პროტესტის რაიმე ფორმით, თუ კი გინდათ, რომ არ შეეხოს რომელიმე მუხლს, ამ ფორმით და ამ გზის გავლით არ შეეხება“, - განაცხადა მდინარაძემ.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
„ვისოლის“ ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ ქუთაისში 3 ობიექტს ხსნის
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს