სალომე სამადაშვილი - ფიქრობენ, ამნისტიის კანონს გამოიყენებენ წინასაარჩევნოდ, რომ რამდენიმე ათასი ხმა გამოივაჭრონ - ასეთ გაუბედურებულ დღეშია მამუკა მდინარაძის პარტია ელექტორალურად

ფიქრობენ, ამნისტიის კანონს გამოიყენებენ წინასაარჩევნოდ, რომ რამდენიმე ათასი ხმა გამოივაჭრონ - ასეთ გაუბედურებულ დღეშია მამუკა მდინარაძის პარტია ელექტორალურად, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რამდენიმე ათასი ხმის გამოვაჭრების მიზნით ჩატარებულ ამნისტიას არაფერი საერთო არ აქვს იმასთან, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება.

"სამარცხვინოა ეს ხელისუფლება, რომელიც დადის და ხალხს ეუბნება, რომ თურმე, 60% აქვს მხარდაჭერა. ამ დროს თვითონ იციან, რომ აღარავინ აპირებს მათთვის ხმის მიცემას და ახლა გადასული არიან იმაზე, რომ ფიქრობენ, ამნისტიის კანონს გამოიყენებენ წინასაარჩევნოდ, რომ გამოივაჭრონ რამდენიმე ათასი ხმა. ასეთ გაუბედურებულ დღეშია მამუკა მდინარაძის პარტია, რეალურად, ელექტორალურად. ერთი რამ შემიძლია ვთქვა - რა თქმა უნდა, ამნისტია არის ჰუმანური აქტი. ლაპარაკი იმაზე, რომ რაიმე აქვს საერთო ჰუმანურობასთან "რუსულ რეჟიმს", რომელიც ქართველ ახალგაზრდებს პარლამენტის გარშემო, ქუჩა-ქუჩა დასდევდა და უმოწყალოდ სცემდა... მე მგონი, ყველას ესმის, ვისთან გვაქვს ჩვენ საქმე - დაუნდობელ "რუსულ რეჟიმთან". რაც შეეხება საქართველოს, ჩვენს ხალხს და მათ შორის, მართლმსაჯულების სისტემას სჭირდება ფუნდამენტური რეფორმა. 12 წელიწადი ჰქონდა, "რუსულ რეჟიმს", რომ ეს რეფორმა განეხორციელებინა, მაგრამ ვნახეთ, სადაც მიიყვანეს ქვეყანა, ამიტომ ახლა წინასაარჩევნოდ, რამდენიმე ათასი ხმის გამოვაჭრების მიზნით ჩატარებულ ამნისტიას, არაფერი საერთო არ აქვს იმასთან, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება," - განაცხადა სამადაშვილმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა