ნანა ტოხვაძე - იმის ნაცვლად, რომ განათლება იყოს სახელმწიფოს მშენებლობის ფუნდამენტი, „ქართული ოცნება“ უარს ამბობს და გზას უკეტავს როგორც მოსწავლეებს, ასევე, მასწავლებლებს და დირექტორებს, ეს ყველაფერი კი ერთიანობით უნდა შეიცვალოს

ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის 12 წელი და მისი მთავრობა შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც ღალატის, კორუფციის და რეგრესიის ფარდობა,- ამის შესახებ „ერთიანობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ნანა ტოხვაძემ მასწავლებლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ იგივე მეთოდი გამოიყენა განათლებაში, რაც ქვეყნის მართვაში, დაუპირისპირეს და ერთმანეთს წაკიდეს პედაგოგები

„დღევანდელი შეხვედრა შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც საჭირო, სავალდებულო მსჯელობა განათლების სფეროს წარმომადგენლებთან, რადგან ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის 12 წელი და მისი მთავრობა შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც ღალატის, კორუფციის და რეგრესიის ფარდობა. მათ იგივე მეთოდი გამოიყენეს განათლებაში, რაც ქვეყნის მართვაში, დაუპირისპირეს და ერთმანეთს წაკიდეს პედაგოგები.

იმის ნაცვლად, რომ განათლება იყოს ფუნდამენტი ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობის, „ქართული ოცნება“ უარს ამბობს და გზას უკეტავს როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებს და დირექტორებს, ეს ყველაფერი კი ერთიანობით უნდა შეიცვალოს“, - განაცხადა ტოხვაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება