აჭარის უმაღლესმა საბჭომ 2024 წლის კორექტირებული რესპუბლიკური ბიუჯეტი დაამტკიცა

აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა, 2024 წლის კორექტირებული რესპუბლიკური ბიუჯეტი 14 ხმით დაამტკიცეს. ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ინიცირებული კანონის პროექტი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა - ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მათი ცნობით, იცვლება საბიუჯეტო ორგანიზაციების ასიგნებების მოცულობა, ასევე საერთო რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელები და შემოსულობები.

„წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი (ნაშთის გამოყენების გარეშე) იზრდება 59 650,0 ათასი ლარით და შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 708 750,0 ათასი ლარით. იზრდება როგორც საბიუჯეტო შემოსავლები, ასევე საშემოსავლო გადასახადების ფაქტობრივი და მოსალოდნელი შესრულების მაჩვენებლები. 40 000 ათასი ლარით იზრდება ბიუჯეტის შემოსავლები. ამდენივეა ზრდა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. რაც შეეხება გადასახდელების საპროგნოზო მოცულობას, აქ ზრდა 62 892,4 ათასი ლარია. მომხსენებლის განცხადებით, რეგიონში შეუფერხებლად გრძელდება ყველა მნიშვნელოვანი პროგრამა და პროექტი, გაზრდილი ბიუჯეტი უწყებების ნაწილს ახალი ქვეპროგრამების განხორციელების საშუალებას აძლევს.

კანონის პროექტზე თანამოხსენება საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ წარმოადგინა, მარინე გვიანიძემ. მისი განცხადებით, გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, დაგეგმილია ჯანდაცვისა და სოციალური, განათლებისა და სპორტის მიმართულებით არსებული პროგრამებისა და პროექტების დაფინანსების, რეგიონისათვის მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების განხორციელება.

კითხვა-პასუხისა და შეფასებების დასრულების შემდეგ, კანონმდებლებმა, 2024 წლის კორექტირებული რესპუბლიკური ბიუჯეტი დაამტკიცეს.

სხდომაზე გამარტივებული წესით განიხილეს და 14 ხმით,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მიიღეს. კანონის პროექტი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ წარმოადგინა. ინიციატივა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადაყვანისთვის შესაბამისი ცვლილებების განხორციელებასა და აღნიშნული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსთან“ ჰარმონიზაციას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია