პარლამენტში „საქართველოს გადაცდომათა კოდექსის“ ინიცირება იგეგმება, რომლითაც 1984 წელს მიღებული „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ ჩანაცვლდება

პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე „საქართველოს გადაცდომათა კოდექსის“ ინიცირება იგეგმება. აღნიშნული პროექტის მიღების შემთხვევაში,“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ ჩანაცვლდება, რომელიც 1984 წელს მიღებული კანონია.

372-გვერდისგან შემდგარი კანონის პროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.

ოხანაშვილის ინფორმაციით, საკითხზე, მისი ხელმძღვანელობით კომიტეტში პროფესორები პაატა ტურავა, ირაკლი დვალიძე და ლევან ხარანაული მუშაობდნენ.

“მუშაობის პროცესში მსჯელობა იყო, თუ რომელ დარგს უნდა მიეკუთვნებოდა ახალი კოდექსი - სისხლის სამართალს, ადმინისტრაციულ სამართალს თუ სხვა დამოუკიდებელი დარგს. შევისწავლეთ გერმანული, ავსტრიული და შვეიცარიული გამოცდილება და საბოლოო შევჯერდით იმ ვერსიაზე, რომ ეს უნდა იყოს ცალკე დარგი და ცალკე კოდექსი“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, პრაქტიკაში ნორმების გამოყენებასთან დაკავშირებით საკითხების შეჯერების მიზნით, კანონპროექტზე მუშაობა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან გაგრძელდება და მისი ინიცირება სექტემბერში მოხდება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება