საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ავსტრიის პარლამენტის ეროვნული საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ჰერმან საბო, სალომე სამადაშვილი, ფრიდონ ინჯია და ბაჩუკი ქარდავა საქართველოში ვიზიტად მყოფ ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა წინასაარჩევნო გარემო და მასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

ავსტრიელი კანონმდებლები ასევე დაინტერესდნენ თუ როგორია საპარლამენტო ოპოზიციის ხედვა ევროინტეგრაციის პროცესებზე.

„შეხვედრაზე ჩვენი ავსტრიელი კოლეგები დაინტერესდნენ თუ რატომ გახდა საჭირო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება. ასევე, ყურადღება გავამახვილე არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხზე. იმისათვის, რომ არჩევნებით განხორციელდეს ხელისუფლების ცვლილება, აუცილებელია ოპოზიციამ თავისი საშინაო დავალება შეასრულოს და ამომრჩევლებს ნათლად დაანახოს, თუ რით იქნება მათი ხელისუფლება „ქართული ოცნებისგან" განსხვავებული", - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის" წევრმა ჰერმან საბომ.

ავსტრიის პარლამენტის წევრებთან შეხვედრაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა.

„შეხვედრაზე ავსტრიელ სტუმრებს ჩემი ხედვა გავუზიარე თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ ქვეყანაში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს. დღეს ყველა შეკითხვა უკავშირდება მოახლოებულ არჩევნებს და თუ რა მოლოდინია საპარლამენტო არჩევნებისთვის, რადგან ყველას ესმის ამ არჩევნების მნიშვნელობა", - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება