სახალხო დამცველის აპარატი - ლევან იოსელიანმა და აშშ-ის ელჩმა ისაუბრეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელებზე და პროცესში სახალხო დამცველის მონაწილეობის საკითხზე

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რობინ დანიგენს შეხვდა - ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საუბრის ერთ-ერთი თემა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი, ასევე ამ კანონის გარშემო გამართული საპროტესტო გამოსვლები და აქციებზე სამართალდამცველთა ქმედებების პროპორციულობა იყო.

„შეხვედრაზე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში შექმნილი ვითარება განიხილეს. მათ შორის, ისაუბრეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელებზე, მათი განხილვის პერსპექტივაზე და აღნიშნულ პროცესში სახალხო დამცველის მონაწილეობის საკითხზე. ამასთან, ელჩი დაინტერესდა კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავთა ქმედებების პროპორციულობით, დაკავებული პირების მდგომარეობით და გამოძიების მიმდინარეობის პროცესით. მხარეებმა ასევე, ისაუბრეს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე და სახალხო დამცველის მანდატზე საარჩევნო პროცესებში ჩართულობის კუთხით.

შეხვედრაზე ასევე აშშ-ს საელჩოსა და სახალხო დამცველის აპარატის მრავალწლიანი თანამშრომლობა და ამ მიმართულებით სახალხო დამცველის აპარატის გაძლიერების მიზნით, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიმდინარე პროექტი განიხილეს.

ლევან იოსელიანმა მადლობა გადაუხადა ელჩს იმ მხარდაჭერისთვის, რასაც აშშ-ს ხელისუფლება და ამერიკელი ხალხი მუდმივად უწევს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების დასამკვიდრებლად“ - ნათქვამია განცხადებაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს