დავით ზალკალიანი რესპუბლიკური პარტიის ყრილობის ღონისძიებებს დაესწრო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი დაესწრო რესპუბლიკური პარტიის ყრილობის (RNC 2024) მორიგ ღონისძიებებს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დავით ზალკალიანს საშუალება ჰქონდა შეხვედროდა ამერიკის წამყვან სენატორებს და კონგრესმენებს, მათ შორის: სენატორებს მარკო რუბიოს, კორი გარდნერს, დენ სალივანს, ბილ ჰაგერტის, სპიკერ მაიკ ჯონსონს, კონგრესმენ ჯო ვილსონს და რესპუბლიკური პარტიის საგარეო პოლიტიკის გუნდის წარმომადგენლებს.

„RNC 2024-ის ფარგლებში გაიმართა ღონისძიება ამერიკული ენერგორესურსების მსხვილი გაერთიანების "LNG Allies" ორგანიზებით აშშ-ის და მსოფლიო ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების შესახებ. სტუმრებს გახსნითი სიტყვით მიმართა აშშ-ის სენატორმა ბილ ჰაგერტიმ. ასევე, გაიმართა დისკუსია მსხვილი LNG კომპანიების და გაერთიანებების ხელმძღვანელების მონაწილეობით. კონფერენციის ფარგლებში ხაზი გაესვა ამერიკული ენერგორესურსების მოპოვების გაზრდის მნიშვნელობას და მსოფლიო მასშტაბით აშშ-ის როლის გამოკვეთას ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით როგორც ტრადიციული, ისე ინოვაციური ენერგო ტექნოლოგიების მეშვეობით.

აშშ-ის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მედია ჰოლდინგმა "Newscorp" უმასპინძლა ღონისძიებას დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებისთვის. სტუმრებს გახსნითი სიტყვით მიმართა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა. ასევე, გაიმართა დისკუსია აშშ-ის შიდა პოლიტიკის და მომავალი საგარეო პოლიტიკის შესახებ ცნობილი პოლიტიკური კომენტატორების და Newscorp-ის აღმასრულებელი დირექტორის რობერტ ტომსონის მონაწილეობით“ , - ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს