ილია დარჩიაშვილი უნგრელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პიტერ სიიარტოს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა და პიტერ სიიარტომ შეხვედრები გამართეს როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უნგრელ კოლეგას ევროკავშირის თავმჯდომარეობა მიულოცა, მან მადლობა გადაუხადა კოლეგას უნგრეთის მხრიდან საქართველოსა და მისი საგარეო პოლიტიკური მიზნების ურყევი მხარდამჭერისთვის.

შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და ამ მხრივ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები.

ილია დარჩიაშვილის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ხელისუფლება ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას აგრძელებს. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის ჩართულობის მნიშვნელობას შავი ზღვაზე დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართულებით, რაც განსაკუთრებით აქტუალურია არსებული გეოპოლიტიკურ გარემოში ალტერნატიული მარშრუტების უზრუნველსაყოფად.

„მხარეებმა იმსჯელეს სხვადასხვა სფეროში პარტნიორობის განმტკიცების მიზნით, სამომავლოდ გადასადგმელ ნაბიჯებზე, რისთვისაც კარგ საფუძველს იძლევა ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩო. ყურადღება გამახვილდა ვაჭრობისა და ეკონომიკის, ენერგეტიკის და სხვა სფეროებში არსებულ თანამშრომლობაზე. მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს მიერ მიღწეულ შთამბეჭდავ ეკონომიკურ მაჩვენებლებს.

დადებითი შეფასება მიეცა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის არსებულ ინტენსივობას.

უსაფრთხოების არსებული გამოწვევებზე საუბრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

შეხვედრის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრებმა „საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ილია დარჩიაშვილის შეფასებით, შეთანხმება ორი ქვეყნის სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და ახალ შესაძლებლობებს გააჩენს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია