ილია დარჩიაშვილი - დღეს თავმჯდომარე ქვეყნის რანგში უნგრეთს მეტი შესაძლებლობა ექნება, მხარი დაუჭიროს ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას

ორი წლის წინ, როცა საქართველოს უსამართლოდ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე არ მიეცა კანდიდატის სტატუსი, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოლიდარობის მიზნით ჩამოვიდა საქართველოში და გამოხატა თავისი მხარდაჭერა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, თავმჯდომარე ქვეყნის რანგში უნგრეთს მეტი შესაძლებლობა ექნება, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას.

„ახალი ამბავი არ არის, რომ უნგრეთი ძალიან აქტიური მხარდამჭერია ჩვენი ევროპული ინტეგრაციის, რომელიც პირდაპირ თანხვედრაშია ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, შესაბამისად, გვახარებს, რომ უნგრეთის მთავრობასთან გვაქვს ძალიან მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობები, რომელიც ეხმარება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ გვახსოვს ორი წლის წინ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც სოლიდარობის მიზნით ჩამოვიდა საქართველოში და გამოხატა თავისი მხარდაჭერა, მაშინ, როდესაც საქართველოს უსამართლოდ ყოველგვარი მიზეზების, ახსნა-განმარტების გარეშე არ მიეცა კანდიდატის სტატუსი. შესაბამისად, დღეს უკვე თავმჯდომარე ქვეყნის რანგში, რა თქმა უნდა, უნგრეთს მეტი შესაძლებლობა ექნება, მეტად დაუჭიროს მხარი ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას, ჩვენი ქვეყნის აქტივობებს, რომელიც კიდევ უფრო მეტად დააახლოებს საქართველოს და მე მგონია და ვფიქრობ, ეს ყველასთვის სასიხარულო მოვლენა უნდა იყოს, რადგან ქვეყანა, რომელიც თავმჯდომარე ქვეყანაა, აქტიურად უჭერს მხარს ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას. ჩემი ვიზიტის მიზანიც სწორედ ეს იყო, ჩამოვსულიყავი ვიზიტით თავმჯდომარე ქვეყანაში, რომელმაც ახლა დაიწყო კონკრეტული დღის წესრიგის განხორციელება, გაგვეცვალა მოსაზრებები. ტრადიციულად, უნგრეთის იმედი გვაქვს, რომ ჩვენს ძლიერ მხარდაჭერას კვლავინდებურად გააგრძელებს", – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ფორმატში წარმატებულად მონაწილეობდა. მას ჰქონდა ინტერაქცია სხვადასხვა ლიდერთან, ის იყო მონაწილე ერთ-ერთი მრგვალი მაგიდის და სწორედ ასე ხედავს ხელისუფლება ევროპასთან პოლიტიკურ დიალოგს და ურთიერთობებს.

„პოლიტიკური დიალოგის შეჩერება რას ნიშნავს, არ ვიცი. საქართველო აქტიურად მუშაობს ბევრი მიმართულებით. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას, იმისთვის, რომ საბოლოო მიზანი მიღწეულ იქნას. პოლიტიკური დიალოგი გაგრძელდება. პრემიერ-მინისტრი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ფორმატში საკმაოდ წარმატებულად მონაწილეობდა. მას ჰქონდა ინტერაქცია სხვადასხვა ლიდერთან, ის იყო მონაწილე ერთ-ერთი მრგვალი მაგიდის და სწორედ ასე ვხედავთ ჩვენ პოლიტიკურ დიალოგს, ჩვენს ურთიერთობებს. შესაბამისად, ვინმეს თუ სურს და ვინმეს თუ ახარებს საქართველოსთან მიმართებით რაიმე ტიპის ნეგატივი, როდესაც საკითხი ეხება ევროინტეგრაციას, ეს მათი პრობლემაა. ჩვენ ვაგრძელებთ და ვმუშაობთ ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად", – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია