ილია დარჩიაშვილი - პოლიტიკური დიალოგის შეჩერება რას ნიშნავს, არ ვიცი - ჩვენ ვაგრძელებთ და ვმუშაობთ ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად

პოლიტიკური დიალოგის შეჩერება რას ნიშნავს, არ ვიცი - ჩვენ ვაგრძელებთ და ვმუშაობთ ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა უნგრეთში მედიასთან განაცხადა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ფორმატში წარმატებულად მონაწილეობდა.

მას ჰქონდა ინტერაქცია სხვადასხვა ლიდერთან, ის იყო მონაწილე ერთ-ერთი მრგვალი მაგიდის და სწორედ ასე ხედავს ხელისუფლება ევროპასთან პოლიტიკურ დიალოგს და ურთიერთობებს.

„პოლიტიკური დიალოგის შეჩერება რას ნიშნავს, არ ვიცი. საქართველო აქტიურად მუშაობს ბევრი მიმართულებით. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას, იმისთვის, რომ საბოლოო მიზანი მიღწეულ იქნას. პოლიტიკური დიალოგი გაგრძელება. პრემიერ-მინისტრი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ფორმატში საკმაოდ წარმატებულად მონაწილეობდა. მას ჰქონდა ინტერაქცია სხვადასხვა ლიდერთან, ის იყო მონაწილე ერთ-ერთი მრგვალი მაგიდის და სწორედ ასე ვხედავთ ჩვენ პოლიტიკურ დიალოგს, ჩვენს ურთიერთობებს. შესაბამისად, ვინმეს თუ სურს და ვინმეს თუ ახარებს საქართველოსთან მიმართებით რაიმე ტიპის ნეგატივი, როდესაც საკითხი ეხება ევროინტეგრაციას, ეს მათი პრობლემაა. ჩვენ ვაგრძელებთ და ვმუშაობთ ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად", – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება