ბელარუსში გერმანიის მოქალაქეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

ბელარუსში გერმანიის მოქალაქეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი დამოუკიდებელი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, 30 წლის გერმანიის მოქალაქეს, რიკო კრიგერს მინსკის საოლქო სასამართლომ განაჩენი ჯერ კიდევ 24 ივნისს გამოუტანა, თუმცა ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა.

მას სისხლის სამართლის ექვსი სტატიის დარღვევაში ადანაშაულებდნენ: “დაქირავებულ მებრძოლად ყოფნა”, “სააგენტო საქმიანობა”, “ტერორისტული აქტი”, “ექსტრემისტული ფორმირების შექმნა”, “სატრანსპორტო საშუალების ან კავშირის საშუალების განზრახ მწყობრიდან გამოყვანა”, “ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერებთან დაკავშირებით უკანონო ქმედებები”.

ამ მომენტისთვის უცნობია შევიდა სასიკვდილო განაჩენი კანონიერ ძალაში თუ გასაჩივრდა. აღინიშნება, რომ კრიგერის წინააღმდეგ პროცესი 6 ივნისს დაიწყო და სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი 18 დღის შემდეგ გამოიტანა.

“რადიო თავისუფლების” ბელარუსული სამსახურის კითხვაზე მინსკში მდებარე გერმანიის საელჩოში უპასუხეს, რომ ისინი “საქმის კურსში არიან” და “საკონსულო მომსახურებებს უწევენ”.

“გთხოვთ გაიგოთ, რომ ცალკეული საკონსულო საქმეების შემდგომი დეტალების კომენტირება არ შეგვიძლია”, - განუცხადეს ჟურნალისტებს გერმანიის საკონსულოში.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა