ჯორჯია მელონი ურსულა ფონ დერ ლაიენზე - ჩვენ აქამდე ვთანამშრომლობდით და თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ

ჯორჯია მელონის განცხადებით, ურსულა ფონ დერ ლაიენთან თანამშრომლობას გააგრძელებს.

„ჩვენ აქამდე ვთანამშრომლობდით და თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც პასუხისმგებლობა აქვთ და მისი მნიშვნელობა გვესმის“, - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.

ასევე, ჯორჯია მელონიმ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, თუ ვინ გახდება აშშ-ის პრეზიდენტი ნოემბერში, იგი ყველასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

„იტალიის წონასა და როლს ყველა აღიარებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ალიანსის სიძლიერე. ფიქრი იმის შესახებ, რომ „დიდი შვიდეულის“ ორ ქვეყანას შორის ალიანსი ხელისუფლების ცვლილების შედეგად შეიცვლება, სულელური და ბავშვურია“, - აღნიშნა ჯორჯია მელონიმ.

შეგახსენებთ, ხუთშაბათს, ევროპარლამენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩია. ჯორჯია მელონის პარტიის „იტალიის ძმების“ წევრებმა ურსულა ფონ დერ ლაიენს მხარი არ დაუჭირეს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს