უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი -  სატელეფონო საუბრისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დონალდ ტრამპმა ამ უკანასკნელის უკრაინაში ვიზიტის საკითხი განიხილეს

სატელეფონო საუბრისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დონალდ ტრამპმა ამ უკანასკნელის უკრაინაში ვიზიტის საკითხი განიხილეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა.

„ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, არ ენდოს იმ ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც პუტინის ქმედებების ახსნასა და გამართლებას ცდილობენ. აქ, რა თქმა უნდა, არანაირი გამართლება არ არსებობს. ის ჩვეულებრივი მკვლელია და ამის შესახებ პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრისას განაცხადა. ასევე, ტრამპმა ძალიან საინტერესო რამ თქვა: მან თქვა, რომ არ დაიჯეროთ „ყალბი ამბავი“, რომ არჩევნებში მისი გამარჯვება შეიძლება რუსეთისთვის სარგებლის მომტანი იყოს“, - განაცხადა სერგეი ნიკიფოროვმა.

ნიკიფოროვმა აღნიშნა, რომ მომავალში შეხვედრის შესახებ ორივე მხარემ თანხმობა გამოხატა.

„განიხილეს კონკრეტული პერიოდი, თუ როდის უნდა გაიმართოს ეს შეხვედრა, მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა. განიხილეს უკრაინაში ტრამპის ვიზიტი, როდის და სად უნდა მოხდეს ეს, მაგრამ ამის შესახებ კონკრეტიკა ჯერ ძალიან ადრეა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება