ალექსანდრე დალაქიშვილი - რუსთავის ავტობანის საკითხი მუდმივი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი იყო - პრემიერ-მინისტრის დავალებით და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუშაობით, პროექტის ცვლილებაზე ტენდერი გამოცხადდა

ჩვენი მიზანი და ამოცანაა, რომ რუსთავი იყოს ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული ქალაქი ჩვენს ქვეყანაში. ამისთვის ჩვენი გუნდი ყველაფერს ­ აკეთებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ალექსანდრე დალაქიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რუსთავისა და თბილისის დამაკავშირებელი ავტობანის საკითხი, მუდმივი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი იყო, თუმცა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქტიური ჩართულობით, პროექტი განახლდა და მის ცვლილებაზე ტენდერიც გამოცხადდა.

„რაც შეეხება ავტობანის გაგრძელების და დასრულების საკითხს, მუდმივი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი იყო აღნიშნული საკითხი. ვფიქრობ, რომ დღევანდელი ჩართულობით, ფაქტი სახეზეა ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქტიური მუშაობით, პრემიერ-მინისტრის აქტიური ჩართულობით, პროექტის ცვლილებაზე გამოცხადდა ტენდერი - ეს არის პირველი ეტაპი, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება და მეორე ეტაპი უკვე შემოდგომისთვის დაიწყება ყველანაირი გათვლებით, გამოცხადდება ტენდერი უკვე სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით”, - განაცხადა ალექსანდრე დალაქიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია