შალვა პაპუაშვილი - დამნაშავის შეფარება ევროპული ღირებულება არ არის - არ დაგვავიწყდეს, რომ სასამართლოს ყველა ინსტანციის მიერ ქართული ჯარისთვის ფულის მოპარვაში დამნაშავედ ცნობილი დავით კეზერაშვილი თავს ევროკავშირს აფარებს

როდესაც ევროპულ ღირებულებებზე იქნება საუბარი, არ დაგვავიწყდეს, რომ სასამართლოს ყველა ინსტანციის მიერ ქართული ჯარისთვის ფულის მოპარვაში დამნაშავედ ცნობილი დავით კეზერაშვილი თავს ევროკავშირს აფარებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, დამნაშავის შეფარება არ არის ევროპული ღირებულება, როგორც ეს ქართველებს გვესმის.

„როდესაც ევროპულ ღირებულებებზე იქნება საუბარი, არ დაგვავიწყდეს, რომ სასამართლოს ყველა ინსტანციის მიერ ქართული ჯარისთვის ფულის მოპარვაში დამნაშავედ ცნობილი დავით კეზერაშვილი თავს ევროკავშირს აფარებს.

მისივე აღიარებით, ჯარისთვის მოპარული ფულით, საქართველოში ის პარტიებს, ენჯეოებს და მედიას აფინანსებს.

დამნაშავის შეფარება არ არის ევროპული ღირებულება, როგორც ეს ქართველებს გვესმის“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე