ცნობილ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეს თამაზ ნადარეიშვილს, 19 ივლისს, 70 წელი შეუსრულდებოდა

ცნობილ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეს თამაზ ნადარეიშვილს, 19 ივლისს, 70 წელი შეუსრულდებოდა.

საიუბილეო თარიღს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ სხვადასხვა ღონისძიება მიუძღვნა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, თამაზ ნადარეიშვილის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა პატივი მიაგეს მის ხსოვნას და საფლავი ყვავილებით შეამკეს.

თბილისში მდებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში კი პანაშვიდი გადაიხადეს.

მოგვიანებით, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში პოლიტიკოსის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, სადაც გაიხსენეს თამაზ ნადარეიშვილის მოღვაწეობა, მისი დამსახურება და წვლილი აფხაზეთისა და აფხაზეთის პრობლემის აქტუალიზაციას საქმეში.

ღონისძიების ფარგლებში თამაზ ნადარეიშვილის დედა ალექსანდრა შენგელაია და მეუღლე ლელა ყურაშვილი აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს მედლით აქტიური ეროვნული და საზოგადოებრივი პოზიციებისათვის, თამაზ ნადარეიშვილის ცხოვრებისეული მრწამსის ფორმირებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოვდნენ.

„ჩვენ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, მისმა კოლეგებმა გადავწყვიტეთ, რომ ეს დღე აღგვენიშნა. ის, ამას იმსახურებდა თავის საქმიანობით. შესაბამისი ჯილდოები გადაეცათ ოჯახის წევრებს. ეს არ იყო არავითარ შემთხვევაში ჩანიშნული, აუცილებელი ღონისძიება, ეს იყო ჩვენი მუშაობის, ჩვენი საქმიანობის, დევნილთა სურვილის, დევნილთა მონდომების, დევნილთა სიხარულისა და ტკივილის გაგრძელების დღე”, - აღნიშნა თამაზ ხუბუამ.

თამაზ ნადარეიშვილს მინიჭებული ჰქონდა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება, დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, იყო გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. წლების განმავლობაში გახლდათ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. საქართველოს მესამე და მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრი.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება