უკრაინელებმა რუსების მიერ კიევისკენ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს

საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ კიევისკენ გაშვებული ყველა უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი პოპკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, ეს ბოლო ორი კვირის განმავლობაში მტრის მხრიდან დედაქალაქზე თავდასხმის სულ მცირე მეხუთე რეალური მცდელობაა.

„რუსების მიერ დრონებით სისტემატური შეტევები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დამპყრობელი აქტიურად ეძებს შესაძლებლობას დაარტყას კიევს. ის გამოცდის თავის ახალ ტაქტიკას, ეძებს დედაქალაქისკენ მიმავალ მარშრუტებს, ცდილობს გამოამჟღავნოს ჩვენი საჰაერო თავდაცვის მდებარეობა. ამიტომ, კიევის მოსახლეობამ არ უნდა დაივიწყოს საფრთხეების რეალობა. ნუ უგულებელყოფთ გაფრთხილებებს! საჰაერო განგაშის გამოცხადებისას ყოველთვის გაემართეთ თავშესაფრებისკენ“, - აღნიშნა სერგეი პოპკომ.

ამასთან, უკრაინის თავდაცვის ძალების საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსებმა წუხელ უკრაინის ტერიტორიას „ისკანდერ-მ“ ტიპის სამი ბალისტიკური რაკეტით, Х-59 ტიპის ორი მართვადი რაკეტითა და Shahed-ის ტიპის 39 დრონი შეუტიეს, აქედან 35 დრონი უკრაინელებმა ჩამოაგდეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს