CNN - "დემოკრატები" მხარს დაუჭერენ კამალა ჰარისს, თუ ჯო ბაიდენი კანდიდატურას მოხსნის

"დემოკრატები" მხარს დაუჭერენ კამალა ჰარისს, თუ ჯო ბაიდენი არჩევნებში კანდიდატურას მოხსნის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მედიის თანახმად, შიდა გამოკითხვები აჩვენებს, რომ ჰარისი სულ მცირე, უფრო სასარგებლო იქნებოდა "დემოკრატებში" ენთუზიაზმის გასაძლიერებლად და საარჩევნო რბოლისთვის.

ამავდროულად, ბაიდენის თანაშემწეები აცხადებს, რომ ის აპირებს კამპანიაში დაბრუნებას მომავალ კვირას, როგორც კი Covid-19-ისგან გამოჯანმრთელდება.

ასევე, მედია წერს, რომ 32-მა "დემოკრატმა" კონგრესმენმა საჯაროდ მოუწოდა ბაიდენს, არ მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა.

მანამდე, ამერიკული მედია წერდა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა, ნენსი პელოსიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს პირად საუბარში უთხრა, რომ გამოკითხვების შედეგების თანახმად, ის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკელების“ კანდიდატს, დონალდ ტრამპს ვერ დაამარცხებს და შესაძლოა გაანადგუროს წარმომადგენელთა პალატაში „დემოკრატების“ გამარჯვების შანსები თუკი მეორე ვადით არჩევის მიზნით კენჭს იყრის. ტელეკომპანიის ერთ-ერთი წყაროს თქმით, პრეზიდენტი ნენსი პელოსს არ დაეთანხმა და განუცხადა, რომ ნახა გამოკითხვები, რომლებიც მიუთითებს, რომ მას შეუძლია გაიმარჯვოს.

გარდა ამისა, დასავლური მედია წერდა, რომ მოკავშირეებთან საუბრებში ბარაქ ობამა ამბობს, რომ ჯო ბაიდენის გამარჯვების შანსები მნიშვნელოვნად შემცირდა და მან საკუთარი კანდიდატურის საკითხი სერიოზულად უნდა განიხილოს.

ვაჟა ბერიძე - ქართული პოლიტიკური ველი? - დღეს არ არსებობს, დღეს ის ტრანსფორმაციის სტადიაშია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს