ირაკლი კობახიძე - გამჭვირვალობის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს ვერავითარი პერსპექტივა ვერ ექნება, სალომე ზურაბიშვილმა კი აღიარა, რომ ქვეყანას ჰყავს კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში, პრეზიდენტის მხრიდან შეტანილ სარჩელს ვერავითარი პერსპექტივა ვერ ექნება.

როგორც კობახიძემ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილმა შეცდომა დაუშვა და აღიარა, რომ ქვეყანას ჰყავს კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი.

„მე მგონია, რომ ამ სარჩელს ვერავითარი პერსპექტივა ვერ ექნება. შეუძლებელია უბრალოდ იმის მტკიცება, რომ გამჭვირვალობა არის ცუდი, სამართლებრივად არის არასწორი. ამის მტკიცება არის უბრალოდ შეუძლებელი. ერთი დადებითი მხარემ რაც აქვს ამ სარჩელს არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაუშვა შეცდომა, აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია. იმ სასამართლოს ლეგიტიმაცია, რომელმაც სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა. ამით მან აღიარა, რომ ქვეყანას ჰყავს კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი. თავადვე აღიარებს ამ ფაქტს, რაც არის ძალიან კარგი. რაც შეეხება სარჩელს - კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გამჭვირვალობის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს ვერც სამართლებრივი და ვერც ვერანაირი თვალსაზრისით ვერავითარი პერსპექტივა ვერ ექნება,“ - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 15 ივლისს შევიდა. პრეზიდენტი სარჩელში მოითხოვს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შეჩერდეს და საბოლოოდ გაუქმდეს. საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება