ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე პროკურატურამ სამ პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, უცხო ქვეყნის ერთ და საქართველოს ორ მოქალაქეს ბრალი წარუდგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვისი კუთვნილი, კახეთის რეგიონში მდებარე 2 710 000 კვ. მ. მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მიზნით, ყალბი დოკუმენტები - უცხოენოვანი მინდობილობა და ნასყიდობის ხელშეკრულება დაამზადეს.

„დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთ წევრზე მიწის ნაკვეთის გადაფორმების მიზნით, ბრალდებულებმა ყალბი დოკუმენტები საჯარო რეესტრში წარადგინეს, თუმცა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მყისიერი და ეფექტური რეაგირების შედეგად განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს.

წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოძიება გრძელდება, დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენის და მხილების მიზნით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს